კითხვა-პასუხი
ამანათების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ვრცელდება თუ არა გარანტია?
თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ გარანტიის ფუნქციით. მისი მონიშვნის შემთხვევაში ამანათის დაკარგვის ან ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში სრულად იქნება თანხა ანაზღაურებული, რაც მითითებული გექნებათ დეკლარირების დროს. გარანტია მოქმედებს მხოლოდ ახალ ნივთებზე, მეორად ნივთებზე გარანტია არ იმოქმედებს! სხვა შემთხვევაში კომპანია არ აგებს პასუხს ფიზიკურად დაზიანებულ ან დაკარგულ პროდუქციაზე. გარანტიის მონიშვნა შესაძლებელია თქვენი პროფილიდან. გადასახდელი თანხა აგესახებათ პროფილში ტრანსპორტირების საფასურთან ერთად. მომსახურების ღირებულება პროდუქტის ღირებულების 5%. სერვისის სარგებლობის შემთხვევაში, აცულებელია ამანათი გაიხსნას ჩვენი წარმომადგენლის თანდასწრებით, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენზიები არ მიიღება და ზარალი არ ანაზღაურდება.
მივიღე ამანათი და რაღაც აკლია, როგორ მოვიქცე?
ამ შემთხვევაში უნდა მიმართოთ უშუალოდ საიტს საიდანაც გამოიწერეთ. საკმაოდ ხშირად ხდება ისე, რომ მაღაზიასგამოგზავნისას არ აქვს გარკვეული პროდუქცია და ვერ აგზავნის, ასეთ შემთხვევებში შეკვეთის (ორდერის) ფურცელზე წერიახოლმე "Backorder" რაც ნიშნავს რომ მოგვიანებით მიიღებთ ამ ნივთს როგორც კი იქნება ხელმისაწვდომი მაღაზიაში.
შეიძლება რამდენიმე ადამიანმა ერთი მისამართით ვისარგებლოთ?
დაუშვებელია, როდესაც მომხმარებელი გამოწერის დროს თავისი Suite ნომრით უწერს პროდუქციას სხვა (ჩვენთან დაურეგისტრირებელ) მომხმარებელს. ჩვენს საიტზე ყოველ დარეგისტრირებულ მომხმარებელს აქვს თავისი უნიკალური Suite ნომერი და, შესაბამისად, უნდა ისარგებლოს მხოლოდ ამ კონკრეტული პროფილით და გამოწერის დროს აუცილებლად უნდა იყოს მითითებული თქვენი პირადი Suite ნომერი, ისე, როგორც ეს თქვენს პროფილშია მოცემული.თუ თქვენ გსურთ, რომ გამოუწეროთ სხვა პიროვნებას პროდუქცია, აუცილებელია, რომ ის პიროვნებაც იყოს დარეგისტრირებული ჩვენს საიტზე და გამოიწეროთ მისი პირადი Suite ნომრით, წინააღმდეგ შემთხვევაში ამანათი აიტვირთება იმ სახელით და გვარით, რაც დაფიქსირებულია რეგისტრაციის დროს.აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში, ამანათი მოხვდება პრობლემურ ნუსხაში და შეფერხდება მისი გაცემა გაურკვეველი დროით
როგორ ხდება განბაჟება? და რა შემთხვევაში
თქვენ იხდით სახელმწიფო ბაჟს შემდეგ შემთხვევებში:
1. ერთ რეისზე ჩამოსული ტვირთის საერთო ღირებულება აღემატება 300 ლარს;
2. ტვირთის წონა აღემატება 30 კილოგრამს
3. ამანათში აღმოჩნდა ერთგვაროვანი საქონელი;
4. ტვირთი გამოგზავნილია იურიდიული პირის სახელზე კომერციული საქმიანობისთვის.
განსაბაჟებელი პროდუქციის განბაჟება ხდება ოფისში. ოპერატორი დაგიბეჭდავთ დეკლარაციისფორმა 4, გაიტანთ ამანათს და 30 დღის განმავლობაში გადაიხდით სახელმწიფო ბაჟს.
შეგახსენებთ, რომ საბაჟო გადასახადი პროდუქციის ღირებულების დატრანსპორტირების ჯამის18%-სშეადგენს. ამანათის განსაბაჟებლად საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.თუ თქვენ არხართ საქართველოს მოქალაქე ამ შემთხვევაში უნდა წარადგინოთ დროებითირეგისტრაციის ნომერი რომლისმიღებაც შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრშიკოსტავას #68.
როგორ ვისარგებლოთ MKS-ის ამერიკული ბარათით (ფეიფალი, იბეი და ა.შ.) გამოწერის სერვისით?
სერვისის შესახებ ინფორმაცია მოგეპოვებათ ჩვენი ვებ გვერდის პირობების ჩამონათვალიდან.
სარგებლობისათვის კი შერჩეული ნივთების ბმულები გამოაგზავნეთ ელ-ფოსტაზე
order@fromusa.us . გადასახადი დაანგარიშდება და პასუხი დაგიბრუნდებათ 1 საათსი,სურვილის შემთხვევაში მობრძანდებით ჩვენს ოფისში თანხით და მოხდება ყიდვა. შესყიდვის თანხას ნუ დარიცხავთ
თქვენს ბალანსზე, ის მხოლოდ ტრანსპორტირების გადასახდელად გამოიყენება.
არის ვებ გვერდები, რომლებიც არ იმსახურებენ ნდობას. თუ თქვენს მიერ შერჩეული მაღაზია მოხვდა მსგავს სიაში,
აუცილებლად შეგატყობინებთ შეძენამდე.
ჩემი ამანათი არ მოვიდა თქვენს მისამართზე, როგორ მოვიქცე? ვინ არის პასუხისმგებელი?
თუ მაღაზიის მიერ მოწოდებული თრექინგკოდი შეამოწმეთ და ამანათი არ მოდის ან სხვა მისამართზეა მისული , უპირველესყოვლისა დაუკავშირდით ონლაინ მაღაზიას თუ ეს არის პირადი გზავნილი უშუალოდ თვითონ გამომგზავნს დადააზუსტეთ დეტალები – მაგ: გამოგზავნის ზუსტი თარიღი თრექინგი და ა.შ.
იმ შემთხვევაში თუ ამანათი ჩვენს საწყობამდე არ მოვიდა, სამწუხაროდ ჩვენ მას ვერ ვაკონტროლებთ, შესაბამისად მასზეჩვენი გარანტიის სერვისი არ ვრცელდება.
როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში უნდა დაუკავშირდეთ მაღაზიას რომ მოახდინონ ზარალისანაზღაურება, ან ხელახლა გამოგზავნოს ამანათი.
რომელი ქვეყნებიდან შეიძლება გამოვგზავნო ამანათი?
შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ამერიკული მისამართი ნებისმიერი ქვეყანიდან ამანათის გამოსაგზავნად – იქნება ეს პირადი გზავნილები, თუ ონლაინ მაღაზია (რა თქმა უნდა თუ აქვს ამ კონკრეტულ მაღაზიას ტრანპორტირება ამერიკაში)
ჩვენი კომპანია არის გადამზიდავი კომპანია და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელი საიტიდან იქნება ნივთი გამოწერილი. მთავარია კონკრეტულ საიტს ჰქონდეს შიპინგი ამერიკის ტერიტორიაზე და იღებდეს ქართულ ბარათს. ჩვენს მისამარზე რაც მივა, ის გამოიგზავნება საქართველოში.
რა უნდა ვიცოდეთ ამერიკის სახელმწიფო ფოსტაზე USPS?
ყველაზე ხშირად მაღაზიებს გადაზიდვის მეთოდებში აქვთ USPS საფოსტო სერვისი, მისი სიიაფის გამო.
თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ფოსტა საკმაო ხარვეზებით მუშაობს. პირველი, რაც უნდა იცოდეთ, მათ არ მიაქვთ ამანათები
საწყობში შაბათს, მხოლოდ ატარებენ საკუთარ სისტემაში რეგისტრაციაში, ალაგებენ მანქანაზე და ამზადებენ ორშაბათს
მისამართზე ჩასაბარებლად. ამის გამო ნივთებს ეწერება აღნიშვნა (delivered) მიტანილია, რაც რეალურად სიმართლეს
არ შეესაბამება და შეყავს მომხმარებელი შეცდომაში. მათთან საუბარმა არსებითი შედეგი არ გამოიღო, რადგან ითქვა,
რომ ორგანიზაციის მუშაობის ფორმატს ვერ შეცვლიან. გთხოვთ, თუ მნიშვნელოვან ნივთს იძენთ და არის
არჩევანი სხვა საფოსტო კურიერებისა, მიუთითეთ UPS , DHL ან FedEx
(თუმცა ეს უკანასკნელი ხშირად საბოლოო ადგილამდე მისატანად ამანათებს გადაცემს ლოკალურ USPS პუნქტს).
ბოლო პერიოდში "Delivered" მიტანილად აღნიშნული ამანათები რეალურად მიაქვთ 1-2 დღის დაგვიანებითაც.
რა არის მოცულობითი წონა და როგორ ხდება მისი გამოთვლა?
მოცულობითი წონა იანგარიშება ავიაგადაზიდვაში და გულისხმობს ნივთის შეფუთვის
გაბარიტების გამოთვლით ოდენობას. მოცულობა ითვლება იმ შემთხვევაში, თუ ნივთის
ფიზიკური წონა ნაკლებია მისი შეფუთვის ზომებზე. ფორმულა კი შემდეგია:
სიგრძე X სიგანე X სიმაღლე / 366 (ინჩებში გაზომვის შემთხვევაში) ან /6000 (მეტრულ ზომებში).