კომპანია MKS-ი უზრუნველყოფს საერთაშორისო „ონლაინ მაღაზიებიდან“ შეძენილი, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული პროდუქციის ტრანსპორტირებას საქართველოში. თავდაპირველად აღნიშნული პროდუქცია „ონლაინ მაღაზიებიდან“ იგზავნება ამერიკის სათაო ოფისში, ხოლო შემდეგ ხდება მისი ტრანსპორტირება საქართველოში.
2. ამერიკიდან ამანათები იგზავნება კვირაში ერთხელ. ოთხშაბათის ჩათვლით მისული ამანათები გამოიგზავნება ხუთშაბათს. ამანათის გაცემაც და დარიგებაც დაიწყება, სავარაუდოდ, გამოგზავნიდან 3-6 დღეში. კონკრეტული ამანათის მიღების და გამოგზავნის თარიღის ნახვა შესაძლებელია საიტის მთავარ გვერდზე რეისების განრიგის განყოფილებაში, თქვენს პროფილში და facebook-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://www.facebook.com/www.fromusa.us
3. კომპანია არ არის პასუხისმგებელი „ონლაინ მაღაზიებიდან“ ამერიკის სათაო ოფისამდე მისვლის დროზე ან/და მის დაკარგვაზე. MKS-ი ამანათზე პასუხისმგებელი ხდება მას შემდეგ, რაც „ონლაინ მაღაზიებიდან“ გამოწერილი პროდუქცია MKS-ის ამერიკის ოფისში და იქნება ჩაბარებული კომპანიის თანამშრომლის მიერ.
4. საქართველოში ტვირთი ჩამოდის გამოგზავნიდან 3-6 დღეში, იშვიათი გამონაკლისების გარდა. დაგვიანების შემთხვევაში მომხმარებელი დროულად იქნება ინფორმირებული. კომპანია პასუხს არ აგებს და არ ანაზღაურებს ავიაკომპანიის მიზეზით დაგვიანებულ ამანათებზე.
5. ამანათების დარიგება იწყება საქართველოს ოფისში მიღებიდან მეორე დღესვე კომპანია არ ახორციელებს ამანათბის დარიგებს. ამანათის გაცემა ხდება MKS-ის ოფისიდან .თქვენს ექაუნტზე თუ იქნება დავალიანება, ამანათს ვერ გაიტანთ ოფისიდან. ამანათის გატანას შეძლებთ ნებისმიერ დღეს კვირის გარდა 12:00-დან 19:00 საათამდე შაბათს 13:00-15:00 საათამდე. ტრანსპორტირების ღირებულების გადახდას შეძლებთ მას შემდეგ, რაც თქვენს ექაუნთში აისახება ამანათის წონა და ღირებულება.
6. ამანათები მფლობელებზე გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადახდილია ტრანსპორტირების ღირებულება. გადახდის ფორმების სანახავად დააჭირეთ ბმულს: გადახდის ფორმები.
7. მომხმარებელი ვალდებულია, დროულად დაფაროს ტრანსპორტირების გადასახადი კომპანიის მიერ დადგენილი ტარიფებით. იმ შემთხვევაში თუ ამანათის ტრანსპორტირების ღირებულება არ იქნება დაფარული საქართველოში ტვირთების ჩამოსვლიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, ამანათის მფლობელი გაფრთხილებული იქნება აღნიშნული ვადის გასვლის შესახებ, და თუ 15 კალენდარული დღის განმავლობაში კვლავ არ დაიფარება ტრანსპორტირების დავალიანება, ამანათი გადავა კომპანიის მფლობელობაში მისი შემდგომი განკარგვის უფლებით.
8. კომპანია იღებს ვალდებულებას ამანათის უვნებლად ტრანსპორტირებაზე და არა მისი შიგთავსის ხარისხსა ან/და შემცველობაზე. თუ არ არის ჩართული გადამოწმების სერვისი.
9. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ გარანტიის ფუნქციით. მისი მონიშვნის შემთხვევაში ამანათის დაკარგვის ან ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში სრულად იქნება თანხა ანაზღაურებული, რაც მითითებული გექნებათ დეკლარირების დროს. გარანტია მოქმედებს მხოლოდ ახალ ნივთებზე, მეორად ნივთებზე გარანტია არ იმოქმედებს! სხვა შემთხვევაში კომპანია არ აგებს პასუხს ფიზიკურად დაზიანებულ ან დაკარგულ პროდუქციაზე. გარანტიის მონიშვნა შესაძლებელია თქვენი პროფილიდან. გადასახდელი თანხა აგესახებათ პროფილში ტრანსპორტირების საფასურთან ერთად. მომსახურების ღირებულება პროდუქტის ღირებულების 5%. სერვისის სარგებლობის შემთხვევაში, აცულებელია ამანათი გაიხსნას ჩვენი წარმომადგენლის თანდასწრებით, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენზიები არ მიიღება და ზარალი არ ანაზღაურდება. თანხის ანაზღაურება მოხდება არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. იმ შემთხვევაში თუ გარანტია არ გექნებათ მონიშნული და ნივთი დაიკარგება, თანხა დაგიბრუნდებათ 3 თვის შემდეგ. დაზიანების შემთხვევაში კომპანია არ ანაზღაურებს ზარალს თუ არ არის მონიშნული გარანტიის სერვისი.
10. იმ შემთხვევაში, თუ MKS-ის ამერიკის მისამართს გამოიყენებს საიტზე დაურეგისტრირებელი მომხმარებელი, კომპანია არ კისრულობს მფლობელის ვინაობის დადგენისა და ამანათის მფლობელამდე მიწოდების ვალდებულებას.
11. კომპანია არ აგებს პასუხს რეგისტრაციისას მომხმარებლის მიერ შევსებული ინფორმაციის სისწორეზე. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციისას შევსებული ინფორმაცია აღმოჩნდება მცდარი ან არასრულყოფილი, პრეტენზიები არ მიიღება.
12. იმ შემთხვევაში, თუ MKS-ი მომხმარებლის დაკვეთით ახორციელებს შესყიდვას რომელიმე ონლაინ მაღაზიიდან, კომპანია არ არის პასუხისმგებელი პროდუქციის ხარისხზე, ზომაზე, ფერზე, პროდუქციის წარმომავლობასა და შიგთავსზე. თუ ორდერში ონლაინ მაღაზიის ან ჩვენს მიერ დაშვებული იქნება უზუსტობა, მომხმარებელი ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ კომპანიის ოფისის თანამშრომლებს არაუგვიანეს შეკვეთის ორდერის მიღებიდან მეორე დღეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენზიები არ მიიღება.
13. თუ კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის შეკვეთილი პროდუქცია არ მივა ამერიკის ოფისამდე ონლაინ მაღაზიის შეცდომის გამო, ან ონლაინ მაღაზია გააუქმებს ორდერს, MKS-ი გადახდილ თანხას მფლობელს დაუბრინებს მას შემდეგ, რაც თანხის დაბრუნება თავად აესახება საკუთარ საბანკო ანგარიშზე. ასეთი პროცედურა დაახლოებით 30 კალენდარული დღეს მოითხოვს.
14. მომხმარებელი ვალდებულია, პროდუქციის გამოწერის შემდეგ MKS-ის საიტზე მიუთითოს სწორი ინფორმაცია პროდუქციის ღირებულებასა და მის შემცველობაზე ონლაინ-მაღაზიის პირადი ანგარიშიდან. კომპანია არ აგებს პასუხს აღნიშნული ინფორმაციის სისწორეზე და მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
15. საბაჟოზე გამკაცრდა ამანათების დეკლარირების პროცედურა. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, დროულად შეიტანოთ ყველა საჭირო ინფორმაცია თქვენს ექაუნთზე შეუვსებელ გრაფებში (თრექინგის ნომერი, პროდუქციის ღირებულება, ონლაინ-მაღაზიის სახელწოდება და ტვირთის მოკლე აღწერა), წინააღმდეგ შემთხვევაში, ტვირთი მოხვდება ”პრობლემურ ნუსხაში” და გადაიგზავნება საბაჟო ექსპერტიზაზე, რათა დადგინდეს მისი ღირებულება. შედეგად ამანათის გაცემა შეფერხდება გაურკვეველი ვადით. დეკლარაცია უნდა შეივსოს არაუგვიანეს ამანათების გამოგზავნიდან 3 დღეში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ვეღარ შეძლებთ შევსებას და ამანათს ვერ გაიტანთ 2 კვირის განმავლობაში. დეკლარაციის შევსების ნიმუშის სანახავად ჩვენს ვებ გვერდზე დააჩირეთ ღილაკს "როგორ გამოვიწეროთ".
16. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს ექაუნთზე ცარიელი გრაფების შევსება აუცილებელია, მიუხედავად იმისა, ამანათი ექვემდებარება განბაჟებას თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია პროდუქციის ღირებულების, ონლაინ მაღაზიის და ტვირთის მოკლე აღწერის გრაფების შევსება.
17. თქვენი ჩართულობა დეკლარირების პროცედურაში მხოლოდ ჩვენს ვებ-გვერდზე - www.fromus.us - პირადი ექაუნთის შევსებით შემოიფარგლება.
18. დაუშვებელია, როდესაც მომხმარებელი გამოწერის დროს თავისი Suite ნომრით უწერს პროდუქციას სხვა (ჩვენთან დაურეგისტრირებელ) მომხმარებელს. ჩვენს საიტზე ყოველ დარეგისტრირებულ მომხმარებელს აქვს თავისი უნიკალური Suite ნომერი და, შესაბამისად, უნდა ისარგებლოს მხოლოდ ამ კონკრეტული პროფილით და გამოწერის დროს აუცილებლად უნდა იყოს მითითებული თქვენი პირადი Suite ნომერი, ისე, როგორც ეს თქვენს პროფილშია მოცემული.თუ თქვენ გსურთ, რომ გამოუწეროთ სხვა პიროვნებას პროდუქცია, აუცილებელია, რომ ის პიროვნებაც იყოს დარეგისტრირებული ჩვენს საიტზე და გამოიწეროთ მისი პირადი Suite ნომრით, წინააღმდეგ შემთხვევაში ამანათი აიტვირთება იმ სახელით და გვარით, რაც დაფიქსირებულია რეგისტრაციის დროს.აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში, ამანათი მოხვდება პრობლემურ ნუსხაში და შეფერხდება მისი გაცემა გაურკვეველი დროით.
19. MKS–ში თქვენი კონფიდენციალურობა დაცულია. კომპანია არ ასხვისებს, არ ცვლის და არ ყიდის მომხმარებლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას მესამე პირზე.
20. აღნიშნული წესები და პირობები მოქმედებს ყველა იმ მომხმარებლისთვის, რომელიც სარგებლობს MKS-ის მომსახურებით.
21. წესებისა და პირობების განუყოფელი ნაწილია საიტზე განთავსებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია თუ ინსტრუქცია და მათი დარღვევის შემთხვევაში კომპანია იხსნის ვალდებულებას პასუხისმგებლობაზე.
22. კომპანია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს მომსახურების ტარიფები და პირობები, აგრეთვე იღებს ვალდებულებას საიტის საშუალებით აცნობოს მომხმარებელს ცვლილებების შესახებ.
23. წინამდებარე წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში პრეტენზიები არ მიიღება.
24. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი კომპანია ახდენს ნივთის შეძენას თავისი ბარათით, ამანათის გადამოწმების სერვისის ჩართვის ( ღირებულება 10$-ეროვნული კურსით) შემთხევაში კომპანია იღებს პასუხისგებლობას ჩამოსულ ნივთზე , წინაამღდეგ შემთხევაში პრეტენზიები არ მიიღება და კომპანია არ იღებს ვალდებულებას ჩამოსულ გზავნილზე.