ავტორიზაცია
მომხმარებელი:
პაროლი:
    ჩვენ გთავაზობთ საქონლის შეძენას სხვადასხვა გზით:

    პირველ შემთხვევაში თქვენ დამოუკიდებლად უკვეთავთ საქონელს ინტერნეტით, აგზავნით ჩვენს საწყობში ამერიკაში და საქონლის ღირებულებას იხდით თქვენთვის მოსახერხებელი მეთოდით .


    მეორე შემთხვევაში , თუკი თქვენ ვერ ახერხებთ საქონლის შეკვეთას დამოუკიდებლად , მობრძანდე ბი ჩვენს ოფისში , სადაც მიიღებთ კვალიფიციურ დახმარებას მენეჯერ - კონსულტანტისგან .


    მესამე შემთხვევაში , თუკი თქვენ არ გაქვთ პლასტიკური ბარათი, ან თუ ვებ–გვერდი, სადაც უკვეთავთ საქონელს, ითხოვს ამერიკულ ბარათს, ჩვენ გთავაზობთ კომპანიის საკუთარი საკრედიტო ბარათით შეკვეთას ამერიკის ინტერნეტ–მაღაზიებში. ამ სერვისისთვის იხდით 5%–ს შესაკვეთი საქონლის საბოლოო ღრებულებიდან. ამისთვის საჭიროა წინასწარ ელ.ფოსტით შეგვატყობინოთ შესაკვეთი ნივთის ზუსტი ვებ–მისამართი, რაოდენობა, ზომა, ფერი. მას შემდეგ, რაც ჩვენ მოგაწვდით შესაკვეთი საქონლის ზუსტ ფასს, შესაბამის თანხას ნაღდი ანგარიშწორებით იხდით ჩვენს ოფისში ან რიცხავთ ჩვენს საბანკო ანგარიშზე. გადარიცხვის შემთხვევაში დანიშნულებაში გთხოვთ მიუთითოთ თრექინგის და ინვოისის ნომერი . გადარიცხვა სასურველია განხორციელდეს „თი–ბი–სი ბანკიდან“, რათა თანხა იმავე დღეს დაჯდეს ჩვენს ანგარიშზე. სხვა ბანკიდან გადარიცხვის შემთვევაში მოსალოდნელია, რომ ჩვენს ანგარიშზე თანხა მოგვიანებით ჩაირიცხოს, რაც გამოიწვევს თქვენთვის სასურველი საქონლის ღრებულების ხელახალ გადაანგარიშებას.