* ამერიკიდან საქართველომდე 1კგ. ტვირთის ტრანსპორტირების ფასია 7,5 აშშ. დოლარის ეკვივალენტი ლარებში (წონა მრგვალდება 100 გრამამდე), ამანათის გაცემა ხორციელდება ჩვენი ოფისიდან მხოლოდ
1 კგ-დან 50 კგ-მდე - 7,50 აშშ. დოლარი ეკვივალენტი ლარში (გადაფუთვის სერვისით);
50 კგ-დან 200 კგ-მდე 7 აშშ. დოლარი ეკვივალენტი ლარში (გადაფუთვის სერვისით);
200 კგ-დან 500 კგ-მდე 6.5 აშშ. დოლარი ეკვივალენტი ლარში (გადაფუთვის სერვისით);
გამარტივებული დეკლარაციის ფორმა N4 შევსების საფასური 25 ლარი
• ამანათი ექვემდებარება განბაჟებას ამ შემთხვევებში:
1. ერთ რეისზე ჩამოსული ტვირთის საერთო ღირებულება აღემატება 300 ლარს;
2. ტვირთის წონა აღემატება 30 კილოგრამს;
3. ამანათში აღმოჩნდა ერთგვაროვანი საქონელი;
4. ტვირთი გამოგზავნილია იურიდიული პირის სახელზე კომერციული საქმიანობისთვის.
* თუ პროდუქცია გამოწერილია სხვადასხვა საიტიდან და ჯამში ცდება 300 ლარს, მაგრამ თითოეული მათგანი არ აღემატება 300 ლარს, ასეთ შემთხვევაში ამანათს განბაჟება არ ეკუთვნის, თუმცა თუ ერთ რეისზე ჩამოსული ამანათების ჯამური თანხა აღემატება 300 ლარს და ისინი გამოწერილია ერთი და იმავე საიტიდან, ამ შემთხვევაში ამანათ(ებ)ს მოუწევს განბაჟება. 300 ლარი ანგარიშდება მხოლოდ პროდუქციის ფასის მიხედვით და არ ემატება შიპინგის თანხა, თუმცა, თუ პროდუქციის ფასი აღემატება 300 ლარს, ასეთ შემთხვევაში განბაჟების დროს ემატება შიდა შიპინგის თანხა და ტრანსპორტირების თანხა ამერიკიდან საქართველომდე.
* განსაბაჟებელი პროდუქციის განბაჟება ხდება ოფისში. ოპერატორი დაგიბეჭდავთ დეკლარაციის ფორმა 4, გაიტანთ ამანათს და 30 დღის განმავლობაში გადაიხდით სახელმწიფო ბაჟს.
* გთხოვთ, დროულად შეიტანოთ ყველა საჭირო ინფორმაცია თქვენს ექაუნთზე შეუვსებელ გრაფებში (თრექინგის ნომერი, პროდუქციის ღირებულება, ონლაინ-მაღაზიის სახელწოდება და ტვირთის მოკლე აღწერა), წინააღმდეგ შემთხვევაში, ტვირთი მოხვდება ”პრობლემურ ნუსხაში” და გადაიგზავნება საბაჟო ექსპერტიზაზე, რათა დადგინდეს მისი ღირებულება. შედეგად ამანათის გაცემა შეფერხდება გაურკვეველი ვადით.
* გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამანათის დეკლარირება სავალდებულოა, მიუხედავად იმისა, ექვემდებარება თუ არა პროდუქცია განბაჟებას და იმ შემთხვევაში, თუ ერთ რეისზე მოხვედრილი ამანათ(ებ)ის ღირებულება აცდება 300 ლარს, თქვენს მიერ მითითებული ღირებულება, შესაძლებელია გამოყენებული იქნას საბაჟო დეკლარაციის დაბეჭდვისას და ჩვენს საიტზე შევსებულ მონაცემებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
* თქვენი ჩართულობა დეკლარირების პროცედურაში მხოლოდ ჩვენს ვებ-გვერდზე - www.fromusa.us - პირადი ექაუნთის შევსებით შემოიფარგლება.